ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრია – მელია

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილს მისთვის მადლობის გადახდა მართებს, რადგან პრემიერმინისტრია.

“ბატონი ღარიბაშვილის ადგილზე, მე, მადლობას გადავუხდიდი ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომ არა მე და რომ არა უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონი ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი. სიმართლე ეს არის”,– თქვა მელიამ.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვლის განცხადებებს არ აღიქვამს პოლიტიკოსის განცხადებებად.

“ადამიანი როცა იყო დასაქმებული პრემიერ-მინისტრად, როგორც კი მოინდომა მისმა დამსაქმებელმა, იმწამსვე ის გადადგა, მერე მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერ-მინისტრად და მევე შევუწყობ ხელს მეგობრებთან ერთად, რომ ის აღარ იყოს თუნდაც ნომინალურად პრემიერ-მინისტრი ძალიან მალე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.