“უკვე ღიად დააანონსეს რეპრესიები, ადგენენ ე. წ. შავ სიას. მე, როგორც საჯარო მოხელე, ვიტყოდი, რომ ეს კეთდება საჯარო სამსახურებში, ა(ა)იპ-ებში სსიპ-ებში დასაქმებულების დასაშინებლად, გასაჩუმებლად, თუმცა ცხადია, რომ ამ სეგმენტით არ ამოიწურება მათი გათვლები. დღეს რეჟიმი სრულ აგონიაშია. ეს ბრძოლა, რაშიც ერთად ვართ ჩაბმულები, ევროპული მომავლისთვის, კონსტიტუციის დაცვისთვის, გრძელვადიანია და მრავალშრიანი. ერთ-ერთი შრე არის ფსიქოლოგიური ბრძოლა. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მყარად და მშვიდად. სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ თავისუფლების იდეა, სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. აუცილებლად გავიმარჯვებთ!”
განუცხადა ნანა მალაშხიამ “მთავარ არხს” ოცნების დაანონსებულ რეესტრთან დაკავშირებით.