ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი გეგმავს, რომ 4 ივლისს, რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალოს და ღირსების მარშს ხელი შეუშალოს.
“ღირსების მარში” 5 ივლისს არის დაგეგმილი.
“4 ივლისის საღამოდან მეტრო რუსთაველთან დავდგამთ კარვებს, რათა კეთილსინდისიერ საზოგადოებასთან ერთად 5 ივლისს ხელი შევუშალოთ, არ ჩავატარებინოთ, ჩავშალოთ გარყვნილი უღირსების მარში”. – წერია გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაციის, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების ფეისბუქ გვერდზე.