“ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
პატრიარქის თქმით, სიმდიდრე ბედნიერებას არ ნიშნავს.
ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს. ილია მეორის თქმით, ეს ძალიან ძნელი, მაგრამ მისაღწევია.
„ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მაგრამ მდიდარი არ არის ბედნიერი, აი ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის, ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულის ექნება. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა“,- აღნიშნა ილია მეორემ.