“ღმერთის არ გწამთ?” – ამ წარწერით პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ საქართველოს საპატრიარქოსთან აქცია-პერფორმანსი გამართა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ამ ფორმით გააპროტესტა ზურაბ ჯაფარიძემ ტყის კოდექსში ცვლილებების მიღება.
ცნობისთვის, კანონის მიხედვით ყველა ეკლესიის ირგვლივ მდებარე ტყის 20 ჰექტარი ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს. ცვლილებები ტყის კანონში, რომელსაც სამოქალაქო სექტორი თვეების განმავლობაში აპროტესტებდა, დღეს მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღეს. პროცესის დასასრულებლად მხოლოდ კენჭისყრაა დარჩენილი, რომელიც ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდება.