საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ:
“ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.
ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ღრმა მწუხარებით ვიღებთ ინფორმაციას საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესახებ, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორიცაა კანონის მიღება ე.წ. „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული.“
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი