ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! – ალეკო ელისაშვილი

“ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! “- ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს. ელისაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიას, საქართველო ბოიკოტით არ უწვალებია, რადგან ეს ქვეყანა უყვართ და დაიწყეს პრობლემების მოგვარება. ელისაშვილი ასევე აცხადებს, რომ ვინც მათ პარლამენტში შესვლის გამო, გაშმაგებით ლანძღავდა პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩახედავს თვალებში.

“ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს რომ მზადაა შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით ლამის ჯვარს გვაცვეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს. იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს, იმიტომ რომ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში და დავიწყეთ კიდეც უამრავ პრობლემაზე ლაპარაკიც და მათ მოგვარებაზე ზრუნვაც. იმიტომ რომ უკვე ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო. და ამიტომ ტყუილუბრალოდ გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა ვინც გაშმაგებით გვლანძღავნდა იმ ხალხს რა თქმა უნდა პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში! მათ პასუხებს ყველა მოისმენთ”- წერს ალეკო ელისაშვილი.