“კანონია, როცა საშვს უშვებ, ყველას შეუძლია, შემოვიდეს. შიშია, ყველგან როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი. შიში აქვთ, რომ არ უთხრან ჟურნალისტებმა თავიანთი სათქმელი – ეს არის შიში! პარლამენტი რომელიც უნდა იყოს ყველაზე საჯარო, პრაქტიკულად გადააქციეს ჩაკეტილ შენობად. მე კითხვები გომელაურთან არ მაქვს, რატომ არ დაიცვა ის ადამიანები, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გარიგებულია ფაშისტებთან და მათი ორგანიზებით იყო ეს ყველაფერი”

თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “მთავართან” საუბრისას. დღეს საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ეწვევა, ამის პარალელურად კი პარლამენტმა შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედა.