“მათი შეგონებები გახსოვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გამორიცხული იყო, ფსევდო რეფორმები ტარდებოდა. მაშინ, პრეზიდენტთან შეხმატკბილებული იყვნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ქართველი ხალხის ნდობით და ერთობლივი ძალისხმევით შედეგი დავდეთ – საქართველო, როგორც არასდროს ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ, თუ შნო და ერთი ადგილი აქვთ? – იქ შემოვიდნენ და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ. იქ გვაჩვენონ და აზრი წარმოადგინონ. თუ რევოლუციის იქით მიდიან, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. როგორც მაშინ, ახლაც ვეპატიჟებით”
ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.