ყვავილების გამყიდველები აქციას მართავენ

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, გარემოვაჭრეებს გარე სივრცეში ვაჭრობა ეკრძალებათ.

“ვითხოვთ მუშაობას, რომ მშიერი არ დამეხოცონ შვილები და შვილიშვილები. ვთქვათ, მე დავჯდები სახლში, შემინახავს ეს მთავრობა? ის 300-ლარიანი დახმარება არავის მიგვიღია. და ვინც ეს კანონი შემოიღო, იმას და მის შვილებს ეყოფათ ერთჯერადი 200 და 300 ლარი?”, –  ამბობს On.ge-სთან ყვავილების გამყიდველი.