„ქოლ-ცენტრები“ – კრიმინალური ე.წ. „ბიზნესი“, დიდი უბედურებაა ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის. ახალგაზრდების კრიმინალსა და ადამიანების ძარცვაში ჩართვა მათი ცხოვრებისა და მომავლის დამახინჯებაა. ყველამ ვიცით, რომ ასეთი სტრუქტურები მთავრობისა და ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ იარსებებს. ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული, მონაწილეობს, მფარველობს, ან იცის და ჩუმადაა. თუმცა, რა გასაკვირია, პრემიერის ოფისში, კანცელარიაში, ბოტებისა და ტროლების ფაბრიკაა გახსნილი“,
ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.