ყველა ვინც მე მასამართლებთ ხართ არალეგიტიმურები, ერთადერთი ვალი მაქვს დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული – ნიკა კაცია

მე არავის ვალი არ მაქვს, ერთადერთი ვალი მაქვს- ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული და მათ შორის, ამ სიყვარულით დავიცვა ჩემი თავიც – ასე მიმართა მიმართა რეჟიმის პატიმარმა, ნიკა კაციამ  სასამართლოს დღევანდელ პროცესზე სადაც  მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე  მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კაციას  პროკურორებისთვის მატყუარას წოდების გამო შენიშვნა მისცა და “კორექტულობისკენ” მოუწოდა.

“რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა მატყუარა პროკურორმა წარმოადგინა…
რა არის არაკორექტული? როცა თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ… […] მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი , რომელიც უბრალოდ ყარს. ყველა ვინც მე მასამართლებთ, ხელს უწყობთ, რომ გამოძიება არ დაიწყოს , ყველა ხართ არალეგიტიმურები, ხართ დასანქცირებულები და კიდე მე მაძლევთ შენიშვნას?” მიმართა კაციამ სასამართლოს