სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურებულია, თუმცა ქალაქი ბლოკირებული არ არის – გაიდაი

ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები იქ ბლოკირებულნი არ არიან. აღნიშნულ ინფორმაციას, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

“ყველა ხიდი განადგურებულია, მაგრამ სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. ქალაქთან კომუნიკაცია არის. რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. ოლქის ცენტრისკენ მიმავალი ყველა ხიდი დანგრეულია. ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შესაძლებელი არ არის”. – თქვა გაიდაიმ.