ყველაზე გატარდება ზომები, ყველა დაჯარიმდება – ბათუმში, აქტივისტების დაჯარიმება დაიწყეს

ბათუმში, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებს აჯარიმებენ. ე.წ. კომენდანტის საათის საპროტესტო აქცია, ცოტახნისწინ დაიწყო.  მსვლელობის დროს „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო, ორი პირი დააჯარიმეს. როგორც აქციის, მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და აქცია კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

ბათუმის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ყველა აქციის მონაწილე იდენტიფიცირდება და ყველა მათგანი დაჯარიმდება.

”მოხდა იდენტიფიცირება და გატარდა ზომები, ყველაზე გატარდება ზომები და დასაჯარიმებელი ყველა დაჯარიმდება,” – განაცხადა ბათუმის საპატრულოს ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ  ტვ “პირველთან”