საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, ვიშრომოთ მათთვის და ეს შრომა უკან დაგვიბრუნდება.
„ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს „სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა“, – განაცხადა პატრიარქმა.