ჩემი ცხოვრების გაკვეთილები.
მთავრობის შესახებ ვისწავლე, რომ:
– როდესაც მიუღებელ საქციელს ვეწინააღმდეგებით დიქტატორულ სახელმწიფოში, ეს ჩვენს ფიზიკურ განადგურებას იწვევს, ხოლო როდესაც იმავეს ვაკეთებთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სოციალურად აღარ ვარსებობთ!
– ყველაზე ცუდი დიქტატორული სახელმწიფო არის ის, რომელიც დემოკრატიის
მანტიას ირგებს.– თუ ჩვენ დაგვადანაშაულებს კორუმპირებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, ეს ჩვენს გულ-მკერდზე ღირსების ორდენი იქნება.
– თუ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ან ღირსების მედლით დაგვაჯილდოვებენ, ან ციხეში გვიკრავენ თავს.
– სასჯელი ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს და თუ ასე არ არის, ეს იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული.
– დიქტატორულ სახელმწიფოში ქვეყნის ბედს განსაზღვრავს ერთი ტირანი, ხოლო დემოკრატიულ სახელმწფოში – იდიოტების უმრავლესობა.
– ჩვენი ქვეყანა იმიტომ კი არ უნდა გვიყვარდეს, რომ იქ დავიბადეთ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სიყვარულის ღირსია.
– იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან საკვების მოპოვებისა და სხვა ძირითადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად და პოლიტიკური კლასის მიერ უგულებელყოფილი არიან, მაგრამ მაინც ადიდებენ და სიამაყით საუბრობენ საკუთარ ქვეყანაზე, პატრიოტები კი არა, შიზოფრენიკები ჰქვიათ.
– როდესაც ჩვენს ხელთაა ძალაუფლება, ჩვენი რეალური სიძლიერე იმაში
მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა გავუძლოთ მისი გამოყენების ცდუნებას.– დემოკრატია მართლმსაჯულების გარეშე სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურა.
– კორუმპირებულ ან მართულ სასამართლოებში სარჩელის შეტანა იმას ნიშნავს, რომ თავად ახდენ ასეთი სასამართლოს სისტემის ლეგიტიმიზაციას.
– ზოგჯერ მართლმსაჯულება მაშინ არის დაცული, როდესაც იგი საერთოდ არ არის დაცული.
– ნაციონალისტური მთავრობა, რომელსაც სჯერა, რომ მისი ქვეყანა დიადი და
უპირატესია, თავისითავად მიკერძოებულია და მხოლოდდამხოლოდ საკუთარ სამართალს და ღირებულებებს იზიარებს.– ჩვენი სამყარო გაცილებით უკეთესი გახდება მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებებს დაემყარება და არა – ეკონომიკურ ინტერესებს.
– თუ ჩვენ გვსურს, გავხდეთ პოპულარული პოლიტიკოსები, უნდა მოვიგოთ
ადამიანების გულები და არა გონება, ვინაიდან გული ყველას გააჩნია, ხოლო გონება – ძალიან ცოტას.– ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ მათ, ვისაც რაღაც ესმის, არ გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, ხოლო ვისაც პოლიტიკური ძალაუფლება უპყრია ხელთ, – არაფერი არ ესმის.
– ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: ძალიან მცირე რაოდენობა ცვლილებებს
ახორციელებს და ყველა დანარჩენი, ამ ცვლილებების თაობაზე საკუთარ აზრს გამოხატავს”
წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი.