აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეხმიანება გიორგი კირთაძის ბრალდებას, რომლის თქმით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრზე გარდაცვალებამდე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდნენ.
რიჟვაძის მტკიცებით, ჩანაწერში, რომელიც ენმ-ს აქვს, მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ამიტომ ყველას ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, “ყველას მოსთხოვს ბოდიშს”.
“კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, მე ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას”, – თქვა რიჟვაძემ.