ყველასთან ვაპირებ დებატებს, ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია ანა დოლიძისგან – კალაძე

ყველასთან ვაპირებ დებატებს, ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან იგივე მელია რომელიმესგან – ამის შესახებ,მოქმედმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც მერობის კანდიდატები, ნიკა მელია და კახა კალაძე დებატებში გამოიწვია.

“მე, რა თქმა უნდა, ყველასთან ვაპირებ დებატებს. ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან იგივე მელია რომელიმესგან. ყველასთან იქნება დებატები. მე მზად ვარ ამისთვის. ეს ადამიანები წარმოსდგნენ და შესაბამის პლატფორმაზე გაიმართს დებატები,“- განაცხადა კალაძემ.