საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან. ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, და შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში. საქართველოს კომპონენტი არის უსაფრთხოების თვალსაზრისით მოხვედრილი. ჩვენ მადლობელი ვართ ალიანსის და ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველთვის დგას ალიანსის დღის წესრიგში, ეს ასევე გამოიხატა ამ დოკუმენტში. დოკუმენტში ცალსახად არის მოწოდება საქართველოს დეოკუპაციის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის ძალიან ძლიერი და კონსოლიდირებული მხარდაჭერა თავის დადებით ეფექტს მოიტანს ამ მიმართულებით
ამის შესახებ NATO-ს საიუბილეო სამიტის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.