ყველაფერი მზადაა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის – ბელარუსი

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველაფერი მოამზადეს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების სამასპინძლოდ. მათი თქმით, ელოდებიან დელეგაციების მისვლას.

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა მოლაპარაკებებს უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, მდინარე პრიპიატთან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. მისი თქმით, არ სჯერა ამ შეხვედრის შედეგების, მაგრამ ცდიან, რადგან უკრაინელებს არ ჰქონდეთ ეჭვი, რომ პრეზიდენტმა არ გააკეთა ყველაფერი ომის შესაჩერებლად, როცა ამის თუნდაც მცირე შანსი არსებობდა.

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია, რომელიც მოლაპარაკებებზე უკრაინის წარმომადგენელი იქნება, ამბობს, რომ “მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის საჭირო მიმართულებით წავა, ან რუსული ხომალდის გზით”.