მწყობრში ჩადგება ყველაფერიო, ოღონდ შედით პარლამენტშიო – თაკო ჩარკვიანი კორუფციულ შეთავაზებაზე

“ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ოღონდ შედით პარლამენტშიო”- სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩრკვიანი, კორუფციულ შეთავაზებაზე საუბრობს. მისი თქმით,  ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან 3 შეხვედრა ჰქონდა საიდანაც 2 შეხვედრის დროს კორუფციული შეთავაზება გაჟღერდა, ამის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“იყო ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პირები, იყო სულ 3 შეხვედრა, აქედან 1 მართლა, უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ადამიანურად, ჟარგონით რომ ვთქვა, გვაბამდნენ. ღიმილის მომგვრელი იყო. ამდენი ხმაა საჭირო და თუ ბრძოლა გინდათ, იქიდან ვიბრძოლოთ და ძალიან ასეთი კონსტრუქციული საუბარი და მეორე-მესამე უკვე კონკრეტული იყო და იყო პირდაპირი მნიშვნელობით კორუფციული შემოთავაზება”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.