პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თვითონვე დააყენონ მისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ცხრაასორმცაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო. მაგრამ მაინც არ გავუშვებთო
ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ: ‘საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს’
მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს”, – წერს ზურა ჯაფარიძე.