ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, “აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს” რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს:

  • “ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება. […] ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად, ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით” – ამბობს მედვედევი