პრორუსული ტელეგრამის არხების ცნობით, 7 მაისის ღამეს, სულ მცირე 22 დრონი იქნა გაშვებული რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებული სამიზნეებისკენ.
ანექსირებული ყირიმის მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა პირად ბლოგზე გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც, მისი თქმით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით დაფრენილი ერთ-ერთი დრონია ასახულია.
ის იდენტიფიცირებული იყო, როგორც ჩინური წარმოების Mugin-5 დრონი. მწარმოებლის საიტზე ნათქვამია, რომ მისი ყიდვა 9,5 ათას აშშ დოლარად არის შესაძლებელი.
ღამით სევასტოპოლის საზოგადოებაში გავრცელდა ცნობები უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ.
თვითმხილველების თქმით, ქალაქში ხმაური გაისმა – სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვის რაკეტების აფეთქების შედეგად. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ნახეს კაზაკთა ყურეში და ფიოლენტში.
კრიუჩკოვი ამტკიცებს, რომ ყველა დრონი და რაკეტა, რომლებიც ყირიმისკენ იქნა გასროლილი, ჩამოაგდეს.