ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსი პროუკრაინული განწყობების ზრდით შეშფოთებულია

ყირიმის ფაქტობრივი ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი აქსიონოვმა, რომელიც ყირიმის ანექსის შემდეგ რუსმა სამხედროებმა დანიშნეს, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება იმ ყირიმელებს, რომლებიც“საჯარო ღონისძიებებზე გამოდიან, უკრაინის ჰიმნს მღერიან და ნაციონალისტურ ლოზუნგებს ყვირიან“.

მისი თქმით, ბოლო დროს მსგავსი ვიდეოჩანაწერები ინტერნეტში ხშირად ჩნდება.

“საზოგადოებრივ ღონისიძბებეზე ნაციონალისტურ ლოზუნგებს სკანდირებენ, უკრაინის ჰიმნს მღერიან, განსაკუთრებით სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. ეს დაისჯება სისხლის სამართლის წესით – დაისჯებიან ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც“–თქვა აქსიონოვმა.

მისი განცხადებით, მსაგვსი ქმედებების გამო შეიძლება ყირიმელებმა სამსახური დაკარგონ, ან აქ ბიზნესის კეთების უფლება.

“თუ არ გიყვართ ჩვენი ქვეყანა, წადით იქ, რომელიც გიყვართ“–თქვა მან.