ყირიმში, ევპატორიაში აფეთქების ხმები ისმის და ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიწიდან ჰაერში არსებული ობიექტის მიმართულებით გასროლა ხორციელდება.
ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ კრიუჩკოვის თქმით ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ამუშავდა.
გუშინ საღამოს აფეთქებები მოხდა ქერჩში და ბელბეკის აეროპორტის სიახლოვეს, რომელიც ანექსირებულ ყირიმში სევასტოპოლთან ახლოს მდებარეობს.
რუსმა ჩინოვნიკებმა ამაზეც თქვეს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ დრონები ჩამოაგდო.