“ყირიმში არის დრონების ბაზა, სადაც ირანელების გადაცემულ დრონებს უშვებენ, იქ არის სამეთაურო და საკონტროლო ობიექტები, რომლებიც რუსეთის მიერ ტერიტორიის, მათ შორის სახმელეთო გასასვლელის კონტროლს უზრუნველყოფს, იქ არის მასობრივი სამხედრო ინსტალაციები, რომლებიც რუსეთმა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ წერტილად აქცია. ეს ლეგიტიმური სამიზნეებია, უკრაინას მათზე იერიშები მიაქვს და ჩვენ მხარს ვუჭერთ”.

აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე  ვიქტორია ნულანდი. ასევე მან აღნიშნა, რომ უკრაინა უსაფრთხოდ ვერ იქნება, თუ ყირიმის, სულ მცირე, დემილიტარიზაცია მაინც არ მოხდება.