ყირიმში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის გამო საწვავის ავზი იწვის – რუსეთი

დროებით ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის. – რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, ქალაქის გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით  ცეცხლი, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმამ გამოიწვია.

მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, ადგილზე ყველა საჭირო სპეცსამსახური მუშაობს :  მობილიზებულია 18 სახანძრო ბრიგადა და 60 მაშველი – ხანძრის ფართობი, დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრია.

“მეოთხე კლასის ხანძარია. დაშავებულის შესახებ ინფორმაცია განახლებადია”. – წერს ის Telegram-ზე.