“კახეთში შეიძლება იყოს არასასიამოვნო პროგნოზი, იმიტომ რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ რთველი იწყება. დიდი იმედი მაქვს კახელების სიბრძნის და ისინი, ვიცი, რომ კარგად ჩაებმებიან აცრების კამპანიაში. ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება”