თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ე.წ უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ.
გახარიამ აღნიშნა, რომ საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე.
“თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს კერძო საკუთრებაში ეს ბინები გადაეცემა”. – თქვა გიორგი გახარიამ.