ფეისბუქზე მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ ვაწაძე ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.
როგორც მარიამ ვაწაძე წერს, ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენლები ონში ჰესების კასკადის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოჩენა გაპროტესტეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“დღეს, მწვანეები ვიყავით ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე. ამ აქციაზე ასევე იყოფებოდა 2005-2008 წლებში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, ოთარ სირაძე. აქციაზე ახალგაზრდა მწვანეებმა გავაპროტესტეთ პარტიების აქციაზე გამოჩენა. როდესაც სახლში მივდიოდით, ეს ადამიანი და მისი Ძმა მანქანით მოგვიახლოვდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. მალევე გადმოვიდნენ მანქანიდან და ნიკოლოზ ბაქრაძეს თავს დაესხნენ, რაც ამ ვიდეოშიც Ჩანს. თავდასხმა გაგრძელდა ვიდეოს მიღმაც.
იურისტებს და Ჟურნალისტებს დავუკავშირდით უკვე. ნიკოლოზი ახლა კარგადაა.“– წერს მარიამ ვაწაძე ფეისბუქ გვერდზე.