ყოფილი ფინანსთა მინისტრი “ბორჯომის” გენერალური დირექტორი გახდა

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანი მაჭავარიანი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი გახდა.

კომპანისი განცხადებით, ეს საკადრო ცვლილება სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე იკავებდა. 2021 წლის 25 თებერვალს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ის ვიცე-პრემიერად დანიშნა. ერთ თვეში კი თანამდებობა დატოვა.