ყურადღებით, გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე! – ცესკო ზურაბიშვილს

”გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე” –  ასე ეხმაურება, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ გათეთრებულიყო გაყალბება.

“გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტს, მის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PROV&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ დეზინფორმაციას”. – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.