შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15 წევრის გადარჩენას ცდილობენ. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

“დავიწყებთ სამაშველო ოპერაციებს ეკიპაჟის 15 წევრის გადასარჩენად, რომლებიც სამაშველო ნავებზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ არის”, – თქვა პროვინციის გუბერნატორმა.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.