თეოლოგი ბასილ კობახიძე ეხმიანება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მღვდელი დავით მექვაბიშვილი არასრულწლოვანს ძალის გამოყენებით ნათლავს. კობახიძის შეფასებით, ის “შავბნელი და უსინდისო” მამაოა.
მისი თქმით, არსებობს “მამაოების ვირუსიც”, რადგან მექვაბიშვილს მისმა მრევლმა და სხვა სასულიერო პირებმა მხარი დაუჭირეს.
“ორი ვირუსი აქვს საქართველოს, ერთი კორონა და მეორე ჩვენი მამაოები, რადგანაც უამრავი ახალგაზრდა მღვდელი მივიდა და სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა მას. “ჩვენი გმირობა მამაო, გაიხარე” , “ვაჟკაცი ხარ” , ” შენ ქრისტიანობისთვის იდევნები” და ბავშვზე არავინ არაფერს წერს. მეორე უბედურება კიდევ ის არის, რომ ახალგაზრდა მრევლის წევრები ასევე მხარს უჭერენ და ეუბნებიან: ჩემო ტკბილო მამაო, შენა ხარ მანათობელი ეკლესიისა და ასე შემდეგ. უნდა ითქვას, რომ მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არ იწვევს პროტესტს, როგორც არ გამოიწვია პროტესტი მამა თადეოზ სარალიძის კაციჭამიურმა ქადაგებამ, რომ ბავშვები უნდა დახოცოს ღმერთმა”,– ამბობს ბასილ კობახიძე ტვ პირველთან საუბრისას.
თეოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ როგორც კორონავირუსისგან, ისე მამაოებისგანაც უნდა დაიცვას თავი.
მამაო დავით მექვაბიშვილის ნათლობის რიტუალის ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ბასილ კობახიძე ავრცელებს:
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მღვდელმა დავით მექვაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამაოქვეყნა. ის ამბობს, რომ უნდოდა, “ბავშვზე სამი პეშვი წყალი არ დაესხა მშობლების და ნათლიების მოთხოვნით”, ამიტომ გადაწყვიტა “სრული შთაფლვით მოენათლა” ბავშვი.