“საერთაშორისო სახლი”, სადაც გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქე მასწავლებლად მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, შანაე ბრუქსი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია.
“ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას: ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს”,– წერია საერთაშორისო სახლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს მთაწმინდაზე ავსტრალიის მოქალაქე, 31 წლის დაკარგული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის საქართველოში 1 წელზე მეტია ცხოვრობს და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს. მისი ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.