ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში კეთდება. მათი ცნობით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე. ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დროებით ცხოვრობდა თბილისში გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში. 30 ივლისს შანაე ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით შანაე ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს. შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს”, – ამბობენ უწყებაში.
31 ივლისს თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუქსი მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.