შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მას ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.

მისი ჩამოსვლის პარალელურად, აეროპორტში აქციას მართავენ მედიის წარმომადგენლები. მათ სურთ, მიშელს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ საქართველოში მედია საფრთხის წინაშეა.

შარლ მიშელი ხვალ მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში სახელად “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”.

ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

საქართველოს ასევე ეწვევიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება.