შარლ მიშელი საქართველოშია და სალომე ზურაბიშვილს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვა. ის ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.