ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა European Pravda-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინას მძიმე იარაღს მიაწვდის.
”ორი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვყავით 1.5 მილიარდი ევრო. ამას ემატება მხარდაჭერა ევროკავშირის მრავალი წევრი სახელმწიფოსგან, მაგრამ ეს დახმარება საკმარისი არ არის, ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, – განაცხადა მიშელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს გააზრებული უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების აუცილებლობა, მაგრამ ეს შესყიდვები არ იქნება გამოცხადებული.
“ჩვენ უნდა მოგაწოდოთ მძიმე იარაღი. ამის შესახებ ბევრი სიახლე არ იქნება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ვალდებულებებს, მოგაწოდოთ ეს იარაღი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გადაუდებელი “ ,- თქვა მიშელმა.
მისივე აზროთ, უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს რუსეთის ფედერაციასთან.