შარლ მიშელი ფართო კონსულტაციებშია ჩართული მხარეებთან – მიშელის მრჩეველი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მედიასთან და კომუნიკაციების საკითხებში წერს, რომ მიშელი კონსულტაციებს მართავს, ამ ეტაპზე კი კომენტარს არ გააკეთებს.

“საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ: შარლ მიშელი საკუთარ გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებშია ჩართული მხარეებთან და აქტორებთან. ამ ეტაპაზე პრეზიდენტი მიშელი კომენტარს არ გააკეთებს, – წერს მიშელის რჩეველი ტვიტერზე.

დღეს ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.