ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
„2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. შეთანხმების დოკუმენტის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო დასაარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.
აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევებისფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არაურთიერთ დაპირისპირების წამახალისებელი დაშეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთიგზა გადის სწორედ ამ შეთანხმების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწრო პარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.
მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არშემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარეპ ოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულებები.
შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველიწარმატება – გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან დაგამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური დაეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს საქართველოს სწრაფ, დემოკრატიულგანვითარებას” – შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პირების განცხადება
ხელმომწერები:
არმაზ ახვლედიანი
თეონა აქუბარდია
დავით ბაქრაძე
გიორგი ვაშაძე
პაატა მანჯგალაძე
ანა ნაცვლიშვილი
სალომე სამადაშვილი
ხათუნა სამნიძე
დავით უსუფაშვილი
შალვა შავგულიძე
მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე