“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის. ხედავთ, რომ ჩვენ კამპანიას ვატარებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ სამომავლო გეგმებზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რა პროექტებს განვახორციელებთ, რა გვაქვს სირთულეები.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ჩატარდება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში 2024 წელს, რა პროცენტიც არ უნდა აიღოს ქართულმა ოცნებამ. შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს  – ანულირებულია”

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.