შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვახო ახვლედიანი დაზარალებულად სცნეს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვახო ახვლედიანი დაზარალებულად სცნეს.  19 წლის ვახო ახვლედიანმა, დაზიანებები, მცხეთის აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს მიიღო.

ახალგაზრდას სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, თავისა და სხეულის არეში აქვს მიღებული. ვახო ახვლედიანი ამ ტრაგიკული ამბის პირველი ფიგურანტია, ვინც გამოძიებამ დაზარალებულად ცნო.

ახვლედიანი ამბობს, რომ მას ეს დაზიანებები ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბარბაქაძემ მიაყენა. თუმცა, ბარბაქაძის ადვოკატი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა.

რაც შეეხება დაკავებულებს, 17-ვე პირს დღეს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. დაკავებულები თბილისის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში იმყოფებიან.