გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, შაქარაშვილის ექსპერტიზის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
ექსპერტიზამ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს. ასევე პასუხი უნდა გასცეს მიყენებული დაზიანებების შესახებ არსებულ კითხვებს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ და ტელევიზიებმა ვიდეომასალები გაავრცელეს, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.