მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ-ს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით: 3 სრულწლოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.