შაჰინს ვუთხარი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ნატოში გაწევრიანება იქნება – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სენატორებთან ოპოზიციის ვახშმიდან ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, სენატორებს უთხრა, რომ აშშ-სგან ყველაზე დიდი დახმარება ნატოში გაწევრიანება იქნება.

“სენატორ ჯინ შაჰინთან და ელჩ კელი დეგნანთან ერთად. ყველაფერზე ვისაუბრეთ, თუმცა მე ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რაც შეიძლება ამერიკისგან მივიღოთ, ნატოში გაწევრიანება და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებაა”,– წერს ჯაფარიძე.

სენატორი ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოს დღეს ეწვივნენ. მათ შეხვედრები გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დღის ბოლოს კი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ.