“შე ნაბიჭვარო, ნაძირალა პროვოკატორო!” – ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წინ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი?”. – უთხრა მელიამ კობახიძეს პირდაპირ ეთერში.
ცოტა ხნის წინ დასრულდა მმართველი გუნდის წევრების შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. კობახიძე სწორედ ამ შეხვედრიდან გამოვიდა. ამ წუთებში კი ელჩებს ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან.