“შეგვიძლია უმრავლესობით მივიღოთ ასეთი განცხადება” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია “ფორმულას”, გადაცემა “კომენტარში” გააკეთა. მისი თქმით, საკმაოდ სერიოზული საკითხია, დახმარების შეჩერება და ევროპარლამენტს, შეუძლია ეს გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღოს. დახმარების შეჩერებაზე “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან ამბობენ, რომ ეს “რამდენიმე დეპუტატის მოსაზრებაა”.
“ბუნებრივია, შეიძლება გაიმარტივო ცხოვრება და ასე შეაფასო, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, შვიდმა ევროპარლამენტმა მოაწერა ხელი, რომლებიც არიან ძალიან ინტენსიურად საქართველოს საკითხით დაკავებული და უნდათ, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, სტაბილიზაცია, ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით საქართველოს წინსვლა და ჩვენი ფრაქციებიც და პლენუმიც აქტიურად იყო ამაში ჩართული.
ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია, ევროპარლამენტის უმრავლესობით მივიღოთ ასეთი განცხადება. მინდა განგიმარტოთ, რომ ფართო კონსენსუსია სოციალ-დემოკრატების, მწვანეების, ლიბერალების, კონსერვატორების და მრავალი სხვა ფრაქციისა, რომლებიც თანხმდებიან საქართველოს საკითხზე. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ და მხარი დავუჭიროთ კრისტიან დანიელსონისა და კარლ ჰარცელის მცდელობებს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათ ადეკვატურად გასცენ პასუხი მათ პასუხისმგებლობას, მის ხარისხს. მე კარგად ვაცნობიერებ, თუ როგორია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ნებისმიერ მათგანს თავად უნდა წილი ძალაუფლებისა და ევროპაში არავის აქვს ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიას რომელიმე ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის ფუფუნება”, – თქვა მიხაელ გალერიმ.