“ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, როგორც იქნა შევძელით და მივაღწიეთ იმას, რომ ეს მავნებლები [ოპოზიცია] შეგვეყარა, უკაცრავად, შეგვეყვანა პარლამენტში. ამის შემდეგ, თქვენ ხედავთ, რომ მორიგი პროვოკაცია მზადდება – გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, რომ დაიწყონ წინასწარ სპეკულაციები იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფლად, გამჭირვალედ. მე ყველას ვეუბნები და ვუცხადებ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭირვალე, თავისუფალ და კონკურენტუნარიან პირობებში ჩატარებას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გვესმის ვისთან გვაქვს საქმე”
განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.